|
2025-06-24 13:01:17, 753 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როცა კანონს არღვევ
პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. თუ ამას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანები რას აღიარებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ასეა ჩემი თანაგუნდელებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს. „რაც შეეხება დაკავებულებს, მგონი, ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ კომისიაზე. პოლიტიკოსის, ან ნებისმიერი სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად. როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს! რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, ხელისუფლება და ყველა ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. თუ ამას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანები რას აღიარებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ასეა ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რას აღიარებს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით რომ იმართებიან გარედან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რას აღიარებენ და რას ფიქრობენ ისინი“,- აღნიშნა კალაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)