17:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 11:16:58, 705 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს ალიანსის გამოსაცდელად.

Sky News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რუსეთმა თავდასხმა რამდენიმე თვეში განახორციელოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „არ ფიქრობს, რომ პუტინი მზად არის“.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე 2035 წლისთვის გაზრდის გეგმები „ძალიან ნელია“.

„გვჯერა, რომ 2030 წლიდან პუტინს, შეიძლება, მნიშვნელოვნად დიდი შესაძლებლობები ჰქონდეს. დღეს უკრაინა აკავებს მას, მას არმიის გაწვრთნის დრო არ აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე ნადგურდებიან.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს სჭირდება პაუზა, სჭირდება სანქციების მოხსნა, სჭირდება გაწვრთნილი არმია. 10 წელი ძალიან დიდი დროა. მას, იმ დროისთვის, ახალი არმია ეყოლება მზად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics