|
2025-06-21 12:21:18, 1008 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - როდესაც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ამირჩიეს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ყველა თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა და დაირღვეოდა
როდესაც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ამირჩიეს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც პრაქტიკულად ყველა თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა, დაირღვეოდა და თანდათანობით გაქრება ჩემი ქვეყნიდან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთის მიყოლებით ვიხილავდი პროევროპული პარტიების ლიდერების დაპატიმრებას მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ნების გამო,- ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ საქართველოში სიტუაცია ოდესმე ასე დამძიმდებოდა და ქვეყანა მწვავე კრიზისში აღმოჩნდებოდა. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მედია მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით გაქრებოდა, იძულებით დასრულდებოდა და გაქრებოდა თავისუფლების, ფინანსების, ყველაფრის ნაკლებობის გამო. დღეს კი საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც არ იქნა არჩეული, არ იქნა არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, გადაწყვიტა ჩვენი კონსტიტუციის და უფრო მეტიც, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მკვეთრად შებრუნდეს ევროპისგან, დემოკრატიისგან. წლების განმავლობაში საქართველო ევროპულ ინტეგრაციას მისდევდა, ახორციელებდა მნიშვნელოვან რეფორმებს, იმსახურებდა მხარდაჭერას მთელ კონტინენტზე და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდის ბოლოდროინდელი ტალღების მიუხედავად, ქართველების დაახლოებით 80% კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. დღეს კი, ამ დიდი უმრავლესობის ნება იგნორირებულია“, - განაცხადა მან. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ავტორიტარულ კანონებს იღებს და მისი მიზანია, ხალხში არსებულ პროტესტს შეეწინააღმდეგოს. ზურაბიშვილის თქმით, მზია ამაღლობელი ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის სიმბოლოდ იქცა. „მმართველი რეჟიმი ზურგს აქცევს ევროპას, ყოველდღიურად იღებს თითქმის ავტორიტარულ კანონმდებლობას, კრემლის სტილის ან მოსკოვში დაწერილი კანონების შემოღების ზომებს და თრგუნავს წინააღმდეგობას. 200 დღეზე მეტია ქუჩებში აქციები იმართება, დამოუკიდებელ მედია თავს ესხმიან, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან და 60 აქტივისტი განაჩენს ელოდება. დღეს საქართველოში პრევენციული პატიმრობა ცხრა თვეა, რაც რუსეთში არსებულზე მეტია. ჟურნალისტი, ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სახედ, სიმბოლოდ იქცა. მას შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება არაფრისთვის, მაგრამ ყველაფრისთვის, რადგან ის იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ციხიდანაც კი. რეპრესიები, დაშინება, კონტროლი და მაინც ხალხი არ ნებდება“,- განაცხადა მან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)