|
2025-06-21 10:57:29, 993 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს
ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს. „საჰაერო ძალებმა ცენტრალურ ირანში რაკეტების საწყობებსა და რაკეტების გამშვებ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო“, - ნათქვამია ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, რომელიც ისრაელის მიმართულებით დრონების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი. „გუშინ ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით რევოლუციის გვარდიის საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მეორე დანაყოფის მეთაური, ამინ ფორ ჯუდხი გაანეიტრალეს“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე. ამასთან, ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“-ს ინფორმაციით, ისრაელმა ისპაჰანის ბირთვულ ობიექტს დაარტყა, თუმცა დარტყმის შედეგად, სახიფათო ნარჩენების გაჟონვა არ მომხდარა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 5 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შემდეგაც საჰაერო განგაშის სირენების ხმა თელ-ავივსა და ცენტრალურ ისრაელში ისმოდა. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)