|
2025-06-21 09:50:29, 914 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეთ, სრულად მოახდინეთ მისი იზოლაცია
რუსი ჯარისკაცის ფეხის შესახებ პუტინის დღევანდელი შეშლილი განცხადება გამორჩეულია, მას არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „პუტინის ცინიკური განცხადებები აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას აჩვენებს. მაშინ როდესაც აშშ და დანარჩენი მსოფლიო მკვლელობების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებებით გამოვიდნენ, ომის მთავარი დამნაშავე მეტი უკრაინული ტერიტორიის დაპყრობასა და მეტი უკრაინელის მკვლელობას გეგმავს. პუტინის დღევანდელი ყველა შეშლილი განცხადებიდან რუსი ჯარისკაცის შესახებ განცხადება გამოირჩევა. რეალობაში, სადაც რუსი ჯარისკაცი დგამს ფეხს, მას მხოლოდ სიკვდილი და განადგურება მოაქვს. პუტინს არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები. ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე მოახდინა უკრაინაში უაზრო სისხლისღვრაში ერთი მილიონი რუსი ჯარისკაცის უტილიზაცია ვერც ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გარეშე. ერთი მილიონი ჯარისკაცი, ორი მილიონი ფეხი... მაშინ როდესაც პუტინი დაკავებულია რუსული ფეხების სხვა ქვეყნების დასაპყრობად გაგზავნით, ის ქვეყნის შიგნით რუსებს ეკონომიკურად მუხლებზე აჩოქებს. მისი ცინიკური განცხადებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: საუკუნის მეოთხედის განმავლობაში მისი მმართველობის სრული მარცხიდან საჯარო ყურადღების გადატანას. მან რუსეთი მიიყვანა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსი გარიყული რეჟიმების სამარცხვინო კლუბში, საერთაშორისო იზოლაციაში და დაუსრულებელ ეკონომიკურ სტაგნაციაში, რომელიც მხოლოდ გაუარესდება. რუსეთის მშვიდობისკენ იძულების ერთადერთი გზა მისთვის დაუსჯელობის გრძნობის ჩამორთმევაა. გაზარდეთ უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერა და ძლიერად დაარტყით რუსეთის ეკონომიკას გამანადგურებელი სანქციებით. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეთ. სრულად მოახდინეთ მისი იზოლაცია. გონზე მოიყვანეთ მოსკოვი“, - წერს სიბიგა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე კითხვაზე პასუხისას განაცხადა: „ძველებური წესი გვაქვს - იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია“.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)