|
2025-06-18 10:13:41, 585 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს, კერძოდ, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან, აქციის მიმდინარეობისას სტიკერის გაკვრას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მზია ამაღლობელს, სტიკერის გაკვრით ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)