03:44 - 14 Aug, 2026
|
2025-06-17 17:21:30, 854 ნახვა
სამართალი
ანა სუბელიანი, რომელსაც ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავებიან, სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა
პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი ანა სუბელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით სუბელიანს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ცნობისთვის, სუბელიანის მიმართ საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა შეიტანა. შს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)