21:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 21:06:16, 1158 ნახვა

მსოფლიო
Wizz Air-მა შეწყვიტა ისრაელის, ერაყის, ირანისა და სირიის საჰაერო სივრცეებით სარგებლობა

Wizz Air-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა რეისი თელ-ავივისა და ამანის მიმართულებით 2025 წლის 15 სექტემბრამდე - ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანია დროებით შეწყვეტს ისრაელის, ერაყის, ირანისა და სირიის საჰაერო სივრცეებით სარგებლობას.

''გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავების ფონზე. Wizz Air-ისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება. კომპანია აქტიურად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სამთავრობო და საავიაციო უწყებებთან.

ავიაკომპანია მაქსიმალურად შეეცდება, შეამციროს შეფერხებები მგზავრებისთვის და ბილეთების მფლობელებს პირდაპირ ავიაკომპანიის ვებსაიტზე დაუკავშირდება ელფოსტით – დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მათ შორის ჯავშნის შეცვლისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობებზე. მესამე პირის მიერ დაჯავშნილი ბილეთების შემთხვევაში, მომხმარებლებმა შესაბამის სააგენტოებს უნდა მიმართონ.

Wizz Air მადლობას უხდის მგზავრებს თანადგომისთვის, ავიაკომპანია გააგრძელებს ინფორმაციის განახლებას მოვლენების განვითარებასთან ერთად.''- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics