|
2025-06-16 16:57:02, 750 ნახვა
მსოფლიო
ბენიამიმ ნეთანიაჰუ - ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს
ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს - განსხვავებით ირანის კრიმინალური რეჟიმისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ისრაელი მისი მიზნის მიღწევის გზაზეა, რომელიც ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეების განადგურებას ითვალისწინებს. „როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვურტყამთ ამ სამიზნეებს, რეჟიმის სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესხმის თავს და ბავშვებისა და ქალების მოსაკლავად მოდის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი, ირანისგან განსხვავებით, თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვეუბნებით თეირანის მოქალაქეებს: ევაკუაცია მოახდინეთ და ჩვენ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)