|
2025-06-15 14:44:36, 920 ნახვა
პოლიტიკა
ISSA - არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობას მოსახლეობის მხოლოდ 54% ემხრობა - თბილისში 50%
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 54.5% ოპოზიციის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა - კვლევის პრეზენტაცია დღეს 15 ივნისს, გაიმართა. არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა - შედგა პირისპირი ინტერვიუ, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კითხვაზე, უნდა მიიღონ თუ არა ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: დიახ - 54,4 %, არა - 22,3% არ ვიცი / უარი პასუხზე - 23,2%. ISSA-ს კვლევის მიხედვით, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში - თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, კითხვაზე, "ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუ უნდა შეწყდეს" განწყობა შემდეგი სახით განაწილდა:
კვლევა აწარმოა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან ერთად.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)