|
2025-06-12 15:59:34, 942 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ
ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც რუს ხალხს რუსეთის დღეს მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ღირსეულად უპასუხებს. „მთელი გულით გილოცავთ დღესასწაულს, რომელიც რუსული სახელმწიფოს ძლიერ, უწყვეტ, ათას წელზე მეტხანს გავლილ გზას განასახიერებს, ხაზს უსვამს მის ისტორიასა და კულტურას, უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მრავალფეროვნებასა და ორიგინალურობას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ და ამავდროულად რთულ გამოწვევებს ვპასუხობთ, ვიცავთ სიმართლეს და სამართლიანობას, ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, მომავალზე ვიფიქროთ“, - განაცხადა მან. პუტინის თქმით, რუსეთის დამარცხებას ვერავინ შეძლებს და ისინი იმავე გზას გაიმეორებენ, რისი გავლაც ნაპოლეონსა და ჰიტლერს მოუწიათ. „ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ. რუსი ბირთვული მეცნიერები და მე, მადლობას გიხდით ნდობისთვის და შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ გაგიცრუებთ იმედებს და მთელი ეს ხროვა კბილებს მოიტეხს ჩვენს ბირთვულ ფარზე“, - განაცხადა პუტინმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)