|
2025-06-12 15:41:03, 966 ნახვა
სამართალი
FB პოსტების გამო ჩანიშნული დავით ქაცარავას სასამართლო სხდომა გადაიდო
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღძრული საქმის განხილვა მოსამართლე დავით თეთრაშვილმა 20 ივნისის 15:00 საათამდე გადადო. საუბარია რეჟიმის საჩივრებზე, სადაც შსს მოქალაქეებს Facebook-პოსტების გამო, ქართული ოცნების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებს. ქაცარავა და მისი ადვოკატი სასამართლოში პროცესზე არ გამოცხადებულან. სწორედ აღნიშნული საფუძვლით გადადო მოსამართლემ საქმის განხილვა. გარდა ამისა დღეს ასევე გადაიდო იგივე საფუძვლით ჩანიშნული საჩივრების განხილვები ელენე ხოშტარიას, ვახო სანაიას, ანა სუბელიანისა და ბაია პატარაიას წინააღმდეგ. ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)