|
2025-06-12 09:46:59, 673 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - ოდესის სამიტზე უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ოდესაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს კიევისთვის თავდაცვის სფეროში დამატებითი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის კოლეგებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან თავდაცვის სფეროში დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა. სიბიგას ინფორმაციით, ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერება განიხილეს. „ჩვენი პარტნიორები უკვე დაინტერესდნენ, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის პერიოდის წინ. ჩვენ დავინახეთ მათი მზაობა, გაწიონ კონკრეტული დახმარება“, - აღნიშნა სიბიგამ. მისი თქმით, ოდესაში გამართული სამიტის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ის, რომ უკრაინა მარტო არ არის. „ჩვენი უახლოესი მოკავშირეები ჩვენთან არიან, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ჩვენთან არიან“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, ოდესაში გუშინ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს ლიდერებმა, ასევე სერბეთის პრეზიდენტმა.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)