|
2025-06-11 14:49:58, 1607 ნახვა
საზოგადოება
ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, იზოლატორი დატოვა
აქტივისტმა ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას იზოლატორთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. ცნობისთვის, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და შემდეგი შეძახილებით მიმართა: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხი მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს აქვს შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)