|
2025-06-11 14:46:08, 714 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩია. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიას განუცხადა, გარდა თავმჯდომარისა, აფხაზეთის მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილების განხორციელება არ იგეგმება. მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძის არჩევის წინააღმდეგი საბჭოს ორი წევრი იყო, რომლებსაც კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. „გუშინ გვქონდა სერიოზული განხილვა და დღეს გაიმართა პლენარული სხდომა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე ავირჩიეთ. გიორგი ჯინჭარაძემ წარმოადგინა სამთავრობო გეგმა“,- აღნიშნა გამახარიამ. შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)