|
2025-06-11 09:47:51, 1097 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის მცდელობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის ბრალდებით დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული ნ.ს., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ვ.ს. და 1975 წელს დაბადებული ო.ო. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ,ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეფედრონი”, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260 -ე ტერცია, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)