15:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 10:43:40, 860 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი აღკვეთა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის რაიონში პატრულირებისას, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 82-ე კილომეტრზე, წილკანის და მუხრანის მინდვრებთან ახლოს, ერთ-ერთ სარწყავ არხთან იპოვეს გენერატორი, შესადუღებელი აპარატი, ტომრები, მილები და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნიეს. ჩატარებული დეტალური დათვალიერების შედეგად, ნავთობსადენის მაგისტრალის მილთან ამოთხრილი ორმო აღმოაჩინეს, სადაც ნავთობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მილსადენზე უკანონოდ მილის დაერთება იყო დაწყებული. აღნიშნული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, შემდგომი რეაგირებისთვის საქმე მუხრანის რაიონულ პოლიციას გადასცეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად პატრულირებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, უზრუნველყოფენ აღნიშნული ტერიტორიების დაცულობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics