|
2025-06-10 11:45:54, 783 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა“ არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო აღარ გაგრძელდება
როგორც ჩანს, „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა" არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ფერმერებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. „როგორც ჩანს „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა" არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება! 40-50 მილიონი ლარით - ათი ათასობით ფერმერის მიერ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა და მათი მხარდაჭერა ხდებოდა ე.წ. ქულათა სისტემით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები გლეხებისთვის. ეს მხარდაჭერა, როგორც ჩანს, გაჩერებულია! „ბიუჯეტში ფული არაა” - ეს ფორმულირება ბოლო რამდენიმე თვეში სხვადასხვა დროს და ადგილას ბევრჯერ გაჟღერდა (საკრებულოებში, საბიუჯეტო ცვლილებების მომზადებისას და ა.შ. ), მაგრამ „ოცნების” ხელისუფლება, თუ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, თანაც საარჩევნო წელს, მხარდაჭერის პროგრამას შეუწყვეტდა ვერ წარმომედგინა - ალბათ, ვერც იმ ფერმერებს წარმოედგინათ, არჩევნებზე მაინც „ოცნებას” რომ მისცეს ხმა... „მდუღარე” ეკონომიკის პირობებში - გადასახადების შესრულების გეგმას სერიოზული პრობლემები აქვს, ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები - დრამატულად შემცირებულია, „ოცნება” საარჩევნო წელს გლეხებს მხარდაჭერას უჩერებს, მრჩევლები - უხელფასოზე გადაჰყავს, სახელმწიფო კომპანიებიდან ხალხს მასიურად ათავისუფლებს... აბა ლოგიკა?! სამწუხაროდ დიდი რისკების და დიდი პრობლემების კასკადი გროვდება ეკონომიკაში და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად „ოცნებაზეა“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)