|
2025-06-09 12:52:21, 588 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - თინა ბოკუჩავა ის პოლიტიკოსი არ არის, რომლის განეიტრალებაზეც შეიძლება, ვინმემ იფიქროს
თინა ბოკუჩავა ის პოლიტიკოსი არ არის, რომლის განეიტრალებაზეც შეიძლება, ვინმემ იფიქროს. თინა ბოკუჩავას არანაირი რესურსი არ აქვს, როგორც პოლიტიკოსს და სჯობს, ცოტა დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, ბოკუჩავას ურჩევს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს. „მას ვურჩევ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს, რადგან კომისიის სხდომებს მოგონილი ზღაპრებით ვერ გადაფარავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. 8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)