|
2025-06-08 10:42:28, 1259 ნახვა
სამართალი
იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ტ.ტ. დააკავეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ ტ.ტ.-სგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)