|
2025-06-06 14:39:06, 816 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 ივნისის ღამეს რუსეთის სარატოვისა და რიაზანის ოლქებში მდებარე ორ რუსულ აეროდრომზე და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „6 ივნისის ღამეს, წარმატებული დარტყმა განხორციელდა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ აეროდრომზე, მტრის თვითმფრინავების კონცენტრირების ადგილზე. ასევე დარტყმა მიაყენეს რიაზანის ოლქში მდებარე „დიაგილევოს“ აეროდრომს, სადაც განთავსებულია საჰაერო ტანკერები და მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მხარდასაჭერად გამოიყენება. გარდა ამისა, „დიაგილევოდან“ მტრის სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. მათივე ცნობით, სარატოვის ოლქში საწვავისა და საპოხი მასალების სულ მცირე სამ ავზზე დარტყმები დადასტურდა, რასაც ობიექტზე აალება და მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია „დიაგილევოს“ აეროდრომზე ხანძრის გაჩენის შესახებ. შედეგების დაზუსტება მიმდინარეობს. გარდა ამისა, თავდაცვის ძალებმა შეტევა განახორციელეს რუსეთის ფედერაციასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რიგ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე. „ტელეგრამ“ არხი Astra იუწყება, რომ „ნასას“ თანამგზავრებმა ხანძარი დააფიქსირეს „როსრეზერვის“ ნავთობპროდუქტების შესანახ ბაზაზე, რომელიც სამხედრო აეროდრომ “ენგელს-2“-ს საწვავით ამარაგებს. მანამდე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავდასხმის შედეგების ამსახველი ვიდეოები გადაიღეს. რეგიონის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ენგელსში „ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში“ ხანძარი გაჩნდა, თუმცა საწარმო არ დაუსახელებია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)