|
2025-06-05 15:40:59, 689 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მინდა, წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში
მინდა წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა ჩვენ ქვეყანაში და გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება აშშ-სთან, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე. „მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში სავარაუდოდ, დამთხვევა MEGOBARI აქტის მიღების პროცესებს, თუ ელჩის დამტკიცების პროცესები სწრაფად წარიმართა, რაც ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო უპატრონოდ არის დატოვებული ვაშინგტონში და ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. როგორც დიპლომატი გავრცელებულ განცხადებაში წერს, მისი გაწვევა მთავრობა არ მოუთხოვია და თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. „მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“ - ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)