|
2025-06-04 15:25:09, 872 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ მაკკალისტერი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას - თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ
ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა გამოიჩინეთ გასაოცარი გამბედაობა და სიმტკიცე მშვიდობიან ძალისხმევაში დაიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თქვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, - ასე მიმართა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რომლებიც დღეს კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. „თქვენი ყოფნა დღეს აქ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძლიერ მესიჯს აგზავნის, რომ ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგული რჩება და ნება მიბოძეთ, დავამატო: თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ. გმადლობთ იმისთვის, რომ აქ ხართ და გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და ასე გააგრძელეთ“, - აღნიშნა დევიდ მაკკალისტერმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ქეთი ხუციშვილი და ნინო ევგენიძე სტუმრობენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)