|
2025-06-04 14:59:18, 1066 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი „ევრობარომეტრის“ კვლევაზე - უსამართლო დამოკიდებულებას, რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს
უსამართლო დამოკიდებულებას, რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს და ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას - როდესაც შენს მიმართ ასეთი შეტევა ხორციელდება, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაული“ ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევრობარომეტრის“ სოციალური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირისადმი ნდობა ერთ წელში 17%-ითაა შემცირებული. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსი არ შეცვლილა და არც საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულა. „არც ერთი მაჩვენებელი არ არის, სადაც საქართველო არ არის მოწინავეთა რიგებში, მაშინ როცა შედარება ხდება, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. რასაკვირველია, ასეთ მოცემულობაში, როდესაც შენს მიმართ განხორციელებულია ასეთი შეტევა, ხშირ შემთხვევაში, უტიფარი რეზოლუციები, რომელიც მიიღო მაგალითად, ევროკავშირმა და კიდევ რაღაცას გეგმავს, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაული“ ნამდვილად არ არის. საქართველოს ხელისუფლებას არც საგარეო კურსი შეუცვლია და რასაკვირველია, არჩევნებიც ვერასდროს გაყალბდება, როდესაც ელექტრონულ არჩევნებზე გვაქვს საუბარი. ამ რეალობაში, როცა იცი, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლო შემოტევა, რასაკვირველია, საზოგადოებას გარკვეული სკეპტიციზმი უჩნდება. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა ევროკავშირის მიმართ, არ გულისხმობს იმას, რომ საგარეო კურსი შეიცვალოს. არც ის ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერენ, არ უნდა განვასხვაოთ უმრავლესობისაგან, რომელიც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, მაგრამ უსამართლო დამოკიდებულებას რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს და რასაკვირველია, ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას. თავადაც უწყიან, რომ არც საგარეო კურსი შეცვლილა, არც არჩევნები გაყალბებულა, ვერც გაყალბდება ელექტრონული არჩევნები და ისინი მაინც თავისას ჯიუტად იმეორებენ, რომ საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს, საქართველოში რევოლუცია, „მაიდანიზაცია" უნდა მოხდეს და აუცილებლად უნდა დაფინანსდეს ისეთი ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ მუქარაზე არიან გადასული და ევროპულ სტანდარტს არანაირად არ შეეფერება მათი პოლიტიკა“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49%-ს შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%).
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)