|
2025-06-04 14:30:04, 988 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშზე - ამ ტიპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს - ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ამავე კონტექსტში, მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეზეც ისაუბრა, რომელიც ანგარიშის წარმდგენია და აღნიშნა, რომ „ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან“, თუმცა, დარწმუნებულია, ყველაფერი შეიცვლება. “ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს. კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენს იხდიან, რა თანხებზეა საუბარი. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შეფუთული. რეალურად, ჩვეულებრივი კორუფციაა. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ადამიანები, რომელიც ქვეყანაში აგენტურას წარმოადგენენ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მათი და მათი თანაგუნდელების მიმართ ის დამოკიდებულება აქვთ, რასაც იმსახურებენ. ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე“, - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)