|
2025-06-03 11:18:44, 586 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოების გამო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას. „ხვიჩა კვარაცხელიას გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი. ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის დამსახურებული ჯილდო, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებს. პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ასევე ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი. მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. გადავიწყვეთ კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“,-აღნიშნა კობახიძემ
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)