|
2025-06-03 10:14:20, 644 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - ბრიუსელში ბიუროკრატები მხარს არ უჭერენ აშშ-ის სამშვიდობო გეგმებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით
უნგრეთის პრემიერ - მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო თავდაცვის საბჭო მოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს და მხარს არ უჭერს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმებს. „ეს შეხვედრა იმიტომ მოვიწვიეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ამბები ვრცელდება. სიტუაცია ნათელია, სამწუხაროდ, პრეზიდენტ ტრამპის ამბიციების მიუხედავად, ჩვენ ომიდან კი არ გავდივართ, არამედ კიდევ უფრო შევდივართ. ბრიუსელში ბიუროკრატები მხარს არ უჭერენ აშშ-ის სამშვიდობო გეგმებს. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს“, - განაცხადა ორბანმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში. მისი თქმით, უნგრეთი ომის გაგრძელების წინააღმდეგია და მხარს უჭერს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას. „მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ომის გაგრძელებით და ყველაფერს გააკეთებს, რათა უნგრეთი ომის მომხრე ევროპულ კოალიციაში ჩაერთოს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უნგრეთის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციები და უცხოეთიდან დაფინანსებული ცილისწამების კამპანიები გაძლიერდება. თავდაცვის საბჭომ მიიღო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებები. უნგრეთის სუვერენიტეტი და უნგრელი ოჯახების უსაფრთხოება კვლავაც დაცული იქნება“, - აღნიშნა ორბანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)