|
2025-06-02 18:29:38, 790 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ჩვენი მხარდაჭერა გაზრდილია
„ლელოს“ და გახარიას მხარდამჭერები არ ჰყავთ. დედაქალაქის საკრებულოში გახარიას პარტიას ტოვებენ. როცა უპრინციპო ხარ, საკუთარი ამომრჩეველიც ზურგს გაქცევს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ზარქუას თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, „როგორ დავალებას მიიღებენ პატრონებისგან“. „რამდენიმე თვის წინ როცა ამბობდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაშინაც ვთქვით, რომ პატრონებისგან რასაც მიიღებდნენ დავალებას, სწორედ ისე მოიქცეოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათმა პატრონებმა ოპოზიცია გაყვეს: ლუზერები – „ნაცები“, გვარამიები და ნეონაცები ჩახსნეს, სამაგიეროდ ჰგონიათ, რომ „ლელო“ და გახარია ლიდერები არიან. სალომეს სად, რა როლი ერგო, არ ვიცით. მცდელობა იყო, ის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ლიდერი გამხდარიყო – საფრანგეთიდან რომ გვყავს, აგენტურა. ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ცდილობენ, „გაიპრაონ“ და ვინმეს რაიმე გამოსტაცონ. „ლელოს“ და გახარიას მხარდამჭერები არ ჰყავთ, ზოგი გაიქცა, ზოგი გამოიქცა. დედაქალაქის საკრებულოში გახარიას პარტიას ტოვებენ. როცა უპრინციპო ხარ, საკუთარი ამომრჩეველიც ზურგს გაქცევს. „ნაცმოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ უპრინციპო როცა ხარ და სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებ, ბუნებრივია, ასეთი ბედი გელოდება. რაღა შორს წავიდე, საკუთარი ოფისი გაყიდეს. პატრონებსაც აღარ აინტერესებთ და საკუთარი ოფისიც კი გაყიდეს. რაც არ უნდა იხტუნაონ, „ნაცების“ თემა დამთავრებულია. ახლა ახალი „ნაცები“ არიან. მათი პატრონები ცდილობენ, „ლელო“ შემოგვასაღონ, და რეჟიმის დროს საპროცესო გარიგებებს ვინ აკეთებდა? ხაზარაძე არ აკეთებდა? გახარიას მელია რომ გადაერჩინა, შუა გზაში მიგვატოვა და გუნდს უღალატა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელჩმა შეაშინა. პოლიტიკა მშიშარა კაცის არ არის. გახარია-„ლელო“ ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობა „გაიპრაონ“. ალბათ პარლამენტშიც შემოვლენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)