|
2025-06-02 15:23:37, 819 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე FARA-ზე - ყველას მოვუწოდებთ, კეთილი ინებონ, კანონი წაიკითხონ და დაემორჩილონ
ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ე.წ FARA-ს კანონის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, „გარედან დაფინანსებული ადამიანები, რომელთა უკანაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ საცეცები ჩანს, არაერთ ტყუილს ავრცელებენ“. „მათ შორის, ახლაც ისევ და ისევ დავალებით აკრიტიკებენ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. ამ კანონთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს მათზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს. განვმარტოთ რეალურად საქართველოში მოქმედი ამერიკული FARA რას ეხება: აშშ-ში ეს კანონი მიღებულია 1938 წელს - ეს კანონი დღემდე მოქმედია, იცავს ამერიკელების უსაფრთხოებას და მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ იცოდნენ, ვინ აფინანსებს მათ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობას, რომელიც პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული. ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს და იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული წელია აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ქვეყანა, შიდა უსაფრთხოება და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ზუსტად ანალოგიურად აქვს ქართველებს და სახელმწიფოს, სუვერენიტეტის დასაცავად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის - გარედან დაფინანსებული არაერთი რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობისგან და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა, არსებობდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ზუსტად ანალოგიურად ვრცელდება საქართველოში მოქმედი ამერიკული კანონი, როგორც ეს ამერიკაში მოქმედებს. მაგალითად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე აშშ-ში FARA არ ვრცელდება და საქართველოშიც ანალოგიურად არ გავრცელდება. ასევე, კანონით მთელი რიგი გამონაკლისებია განსაზღვრული და ყველას მოვუწოდებთ, რომ კეთილი ინებონ და წაიკითხონ… ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული“, - განაცხადა გორდულაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)