|
2025-06-02 12:06:06, 1366 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში ბათუმელი მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა
გამოცემა აჭარა თაიმსის ცნობით, ჩინეთში, ბათუმელი მეზღვაური ტრაგიკულად, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. როგორც გამოცემა წერს, სხვა გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია - მეზღვაურის ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ, შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აჭარა თაიმსთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სააგენტოში ჯერ ოფიციალური განცხადება არ შესულა. "აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ". – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, აჭარა თაიმსის ცნობით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)