|
2025-05-31 15:26:19, 1065 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე მელიას დაკავებაზე - ივანიშვილი იმ ლიდერების იზოლაციას ცდილობს, ვინც შეიძლება ის ხალხთან ერთად გადატეხოს
ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. მაჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის შეშინებული და დამალული, სწორედ ამიტომ ცდილობს ოპოზიციის ლიდერები დააკავოს და მათი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლაცია მოახდინოს. „ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს. ამიტომ ცდილობს, ვინც შეიძლება ის გადატეხოს ხალხთან ერთად და აქტიური იყოს ამ ბრძოლაში, ამ ლიდერების იზოლაცია მოახდინოს. მის სამიზნეა გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე. ივანიშვილი არის შეშინებული და დამალული“, - განაცხადა მანჯგალაძემ. რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობას და სენატორ სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის, როგორც დემოკრატიის ფლაგმანის გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობის შეწყვიტა. „როგორც სოციალურ მედიაში ხუმრობენ, ივანიშვილი ისე დაემალა ტრამპისა და რუბიოს წერილს, როგორც პატრული მოგიტანს 5000-ლარიან ჯარიმას და ხალხი ემალება მას. ამერიკა კვლავ დემოკრატიის ფლაგმანია მსოფლიოში. მათი გზავნილია მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკურ ლიდერებზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, ივანიშვილი კი- მეტი ძალადობა, მეტი რეპრესია, მეტი დაპატიმრება“, - განაცხადა მან.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)