|
2025-05-30 21:36:32, 1387 ნახვა
საზოგადოება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში ყურადღების ცენტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის წინ თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებიც შეუერთდნენ. მოქალაქეებმა ადგილზე საპროტესტო ბანერი გაშალეს, წარწერით - "ძირს რუსი მონები". პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ორი ახალგაზრდა გოგოს გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, საპროტესტო შეძახილებისთვის ადამიანების დაკავება ყოვლად დაუშვებელია. მათივე თქმით, "ქართული ოცნება", რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა, ახალგაზრდობას ანადგურებს. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს. ,,თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", ,,ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)