06:59 - 14 Aug, 2026
|
2025-05-30 19:11:54, 1181 ნახვა
საზოგადოება
ლორთქიფანიძის და აფრიამაშვილის მხარდასაჭერად, ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს
ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის მხარდასაჭერად, ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს და ფოიერვერკი ისროლეს. შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. ასევე, აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა. შეგახსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს. "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)