|
2025-05-30 14:23:19, 666 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - შეხვედრაზე არა მარტო სენატორი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ
შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც - ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სენატორი სტივ დეინსთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით. „თავისთავად ცხადია, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა იყო დაკავებები, განსაკუთრებით, ნიკა მელიას დაკავება. შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით და ვერავინ იხეირებს - ვერც ქართველი ხალხი ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი დასავლეთი. ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით. საუბარი გვქონდა, რომ პირველად სამივე კავკასიური ქვეყნის ისტორიაში, პირველად საქართველო აღმოჩნდა იქ ქვეყანა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუბიომ თქვა, რომ ანტიამერიკული მთავრობაა, ეს სიმართლეა, კი ანტიამერიკული მთავრობაა საქართველოში, რომელიც უნდა დავამხოთ“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)