|
2025-05-30 11:42:24, 909 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - 2025 წლის ოთხ თვეში კი ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)