|
2025-05-29 23:17:35, 1304 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ეს არ იყო დაკავება, ნიკა მელია ჩასაფრებით მოიტაცეს
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ნიკა მელიას დაკავების დეტალებს ჰყვება და ამბვობს, რომ მან პირადად გამოკითხა ადამიანები და სწორედ მათგან იცის, როგგორ დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი. „ეს არ იყო ნიკა მელიას დაკავება. პირდაპირი ჩასაფრებით მოიტაცეს. გამოვკითხე ისინი, ვინც ნიკასთან ერთად იყვნენ: ნიკა მიდიოდა გადაცემაში სტუმრად. ლისის ტბის ასახვევთან აჩერებს ერთი პატრულის მანქანა და ეუბნება, რომ მანქანის შუშის დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმოო, ამას ეუბნება მეორე მანქანას, ნიკას მანქანა არ არის დაბურული. მიუხედავად ამისა, მიდის წინა მანქანასთანაც, ფანჯარას ჩააწევინებს, ხედავს ნიკას და შემდეგ რაციით გადასცემს, რომ "ობიექტი აქ არის". უცებ მოდის 10-ზე მეტი მანქანა, 1 სამარშრუტო ტაქსი, ხალხი ასევ გამოდის ტყის პირიდან. ნიკას დაცვას არაფერი რომ არ დაენახა და არ ჩარეულიყო მანქანასთან აყუდებენ, აყუდებენ ყველას ნიკას გარდა. ნიკა გადმოჰყავთ და შეჰყავთ მარშუტკაში. ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და თან წაიღეს. ხალხმა, რომელმაც თვითონ უნდა გადაიღოს დაკავების ოპერაცია რაც კი კადრები შეიქმნა მოგლეჯილი და წაღებული აქვთ, რათა არ იყოს კვალი. იყო 100-მდე ადამიანი, ყველა შავებში ჩაცმული. რეალურად, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია. საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!“,- აცხადებს გვარამია „ტვ პირველის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)