|
2025-05-29 10:03:54, 763 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) ფარგლებში 2 აპრილს გამოცხადებული გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთზე დაწესებულ 30%-იან ტარიფებს, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე დაწესებულ 25%-იან ტარიფებსა და აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აჩერებს, თუმცა ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში რჩება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 2 აპრილს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის წინააღმდეგ ე.წ. საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, თუმცა 9 აპრილს ტარიფების ამოქმედება 90 დღით გადაავადა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უნივერსალური 10%-იანი ტარიფები ძალაში დატოვა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)