13:10 - 17 Aug, 2026
|
2025-05-28 20:41:19, 651 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს
ის არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს, ამიტომ ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საკუთარ თავს მოიტყუებს, - ამის შესახებ გაერთიანება „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, ინტერნეტით ჩატარებული არჩევნები უტყუარია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. „რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს - ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს. მაქსიმუმ ორ თვეში ჩვენ გვექნება ამის აღჭურვილობა. სამი მოდელი არსებობს, ერთი უკვე აქ არის, ორი ჩამოვა. ერთი შექმნა ჩეხეთმა და ორი შექმნა ამერიკამ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)