|
2025-05-27 21:04:37, 990 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან
მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც მან წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც დაეფუძნება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს, რეალურ პარტნიორობას და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებულს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის პერიოდში“. „ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ასევე ხაზს ვუსვამდით, რომ მზად ვიყავით და ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, ათწლეულების განმავლობაში არსებული ისტორია. საქართველოს სახით ამერიკას მუდმივად ჰყავდა ძალიან ერთგული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ არაერთი ფაქტი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს დამოუკიდებლობის დღის ამ წერილით მოლოცვისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ახალი ურთიერთობების საწყისი, რომელიც იქნება ჭეშმარიტად პარტნიორული და ურთიერთსარგებლიანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)