15:25 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 11:13:12, 679 ნახვა

სამართალი
შიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა, ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

უწყების ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: „მაკაროვის“ სისტემის, 1 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 ხელყუმბარა, 3 გადაჭრილი თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „ა-კა-ემ“-ის მოდელის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 5 ყუმბარმტყორცნი, 7 მჭიდი და 868 საბრძოლო ვაზნა.

„აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics