|
2025-05-26 08:49:14, 694 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლასა და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის
ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე განმარტავს, „დღესაც ბრძოლაში ვართ!“ “107 წლის წინ, მაშინ, როცა “საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა”, ქართველ ერს მისი დაცვა და მოფრთხილება ღირსების საქმედ გვექცა. ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც მსხვერპლის გაღება გვიწევს! დღესაც რუსული რეჟიმის პირისპირ ვდგავართ, რომ არ წაგვართვან ის მთავარი, რასაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. ამიტომ, დღეს, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და გამბედაობა გვმართებს ამ ფასეულობების დასაცავად. დღეს ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის! ამიტომ! - თავისუფლება პოლიტპატიმრებს! გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)