|
2025-05-25 12:01:07, 826 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას
როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „სამწუხაროდ ლიეტუვის საელჩოს ბოდიშსაც არ მოიხდის“. „18.02.2021 - ლიეტუვის ელჩი, მისივე თქმით, სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში, სადაც, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, გამაგრებული იყო ნიკა მელია, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დღიდან გავა 3 წელი და სტრასბურგი იტყვის რომ წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის ელჩი ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი. 24.05.2025 - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმედი მაქვს, რომ ჯაფარიძეც სტრასბურგს მიმართავს, იმიტომ, რომ გავა ისევ 3 წელი და სტრასბურგი აუცილებლად იტყვის, რომ პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი. ერთია ოღონდ, ისევე როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის,” - წერს პაპუაშვილი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)