|
2025-05-24 17:40:07, 1061 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე - პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლის მართულ ივანიშვილს
პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ - გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე მაშინ გადადიან, როცა ჩამოშლის პირას არიან. „ქართული ოცნების“ რიგითი „ტიტუშკა“ თავს დაესხა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას - დღისით, მზისით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ. პასუხი მოგეთხოვებათ ყველაფერზე! თავდასხმის შემდეგ გრიგოლმა თქვა - "ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის პრივილეგიაა და ვამაყობ ამითო" - ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ! ზუსტად ამიტომ ვიბრძვი ამ ადამიანების მხარდამხარ! როდის გადადიან რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე ხომ იცით?! - როცა ჩამოშლის პირას არიან! გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!“,- წერს მამუკა ხაზარაძე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)