|
2025-05-24 16:02:10, 639 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ
რა ვაშინგტონზე და ,,დიფსთეითზე“ საუბრობენ, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ - ბოროტი „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი გაღარიბდეს,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, წყლის კომპანია სრულიად კორუმპირებული უწყებაა, რომლის ხელმძღვანელი ახლა დააბრუნეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. „წლებია მაქვს კამპანია „წყალი ჩვენი უფლებაა“. საქართველოს უდიდესი ტერიტორია ისევ არის უწყლოდ. თბილისიდან 30 წუთში, თეთრიწყაროს რაიონში მოსახლეობას წყალზე წვდომა არ აქვს. „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმის მერე მილიონები არის გაფლანგული წყლის გაყვანაში. წყლის კომპანია სრულიად კორუმპირებული უწყება, რომლის ხელმძღვანელი ახლა დააბრუნეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მთელი გამოძიება უნდა ჩატარდეს წყლის პროექტებთან დაკავშირებით, ამ გამოძიებას მე გავაკეთებ აუცილებლად. საერთოდ ხელისუფლებას არ უნდა ვაძლევდეთ არც ერთ წამს სხვა რამეზე გველაპარაკოს. რა ვაშინგტონზე და „დიფსთეითზე“ საუბრობენ, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ. საქართველოში იმ მდგომარეობაში რომ ხარ, როდესაც ფიქრობ ჭაბურღილი დადგა, ბიდონები მოიმარაგო, მერე მიდიხარ საცხოვრებლად იმ ქალაქში, სადაც ქირაც ძვირია, საკვებიც და ყველაფერი. უამრავი ლაივი მაქვს ამ თემაზე ჩაწერილი, ძვრა არ არის ამ მიმართულებით, ადრე გრაფიკით მაინც მოდიოდა. ბოროტი „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი გაღარიბდეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)