|
2025-05-22 12:38:20, 1077 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მინის დინასტიის დროს აგებული დოლის კოშკის სახურავი ჩამოინგრა
19 მაისს, ჩინეთში მინის დინასტიის დროს აგებული მეთოთხმეტე საუკუნის დოლის კოშკის სახურავი ჩამოინგრა. სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ფენგიანის დოლის კოშკი, რომელიც 1375 წელს აშენდა და ცერემონიების დაწყებისა და დღის დროის გამოსაცხადებლად გამოიყენებოდა, ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ასეთი ნაგებობაა. კოშკი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ანხუეის პროვინციაში, რომელიც პეკინიდან, ჩინეთის დედაქალაქიდან, დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კოშკის სახურავიდან ასობით კრამიტი ჩამოინგრა. "კრამიტების ცვენა ერთი-ორი წუთი გაგრძელდა" - განუცხადა ერთმა თვითმხილველმა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ გაზეთ Yangcheng Evening News-ს. ადგილობრივი კულტურისა და ტურიზმის ბიუროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და "მომხდარის გამომწვევი მიზეზების გასაგებად გამოძიება კვლევა მიმდინარეობს". CNN ცნობით, აღნიშნულ კოშკს ერთი წლით ადრე სახურავის მცირე დაზიანების გამო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ ნაგებობა ორი ნაწილისგან შედგება: პირვანდელი მინის დინასტიის პერიოდის კოშკის ფუნდამენტისგან და მის ზედა ნაწილზე აშენებული კოშკისგან. ოფიციალური პირების თქმით, დაზიანება ძირითადად ამ ზედა ნაწილს შეეხო, რომელიც 1995 წელს ხელახლა აიგო. ფენგიანის ოლქში მინის დინასტიის დამფუძნებელი, ჯუ იუანჯანის დაიბადა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)