|
2025-05-22 10:55:09, 537 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს, დღემდე, არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა
ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად" მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საია-ს განცხადებას აზიარებს. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე. „ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა. ენჯეოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა. საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს, დღემდე, არც ერთხელ (!) არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც "დახმარების ეფექტიანობის შესახებ" პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა“, - წერს პაპუაშვილი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)