|
2025-05-19 14:27:36, 730 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი - თუ გირაოს არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას რეაგირება მოჰყვება
პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი სცენ და კანონი ისე უნდა დაიცვან, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს - თუ [გირაოს] არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გირაოს გადაუხდელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა პოლიტიკოსი კანონს არღვევს და შემდეგ კანონიდან გამომდინარე დაყენებულ პასუხისმგებლობას აბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ეს ფარისევლობა და არასწორი საქციელია. „პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცენ და კანონი ისე უნდა დაიცვან, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს. როცა პოლიტიკოსი კანონს არღვევს და შემდეგ კანონიდან გამომდინარე დაყენებულ პასუხისმგებლობას აბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ეს ფარისევლობა და არასწორი საქციელია. ამიტომ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და სასამართლოს მიერ დაწესებული გირაო გადაიხადონ. თუ არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახიანმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს. გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადეს.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)