|
2025-05-19 12:17:12, 744 ნახვა
პოლიტიკა
ნონა გაფრინდაშვილი - რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული
რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია -- ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, - ამის შესახებ მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასასვლელები ჩაკეტეს და ხალხს გასაქცევი არ დაუტოვეს. „ჩვენ რაც 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, იმიტომ რომ, რაც იქ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა. 9 აპრილიდან რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს, გასასვლელიც არ იყო დატოვებული, ჩაკეტილი იყო. 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, ის საშინელება, რომ ხალხს გასაქცევი ჰქონდათ. კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ, აქ [26 მაისს] არ ჰქონდათ,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ მოვლენებს განიხილავენ. სხდომაზე მოწვეულნი არიან ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე და ელდარ (ლუკა) კურტანიძე.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)