|
2025-05-19 11:40:16, 778 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. როგორც პროცესის დაწყებამდე ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, სხდომაზე ადვოკატები ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)