20:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 16:10:22, 850 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ფიშერზე - ის, რომ ევროკავშირი დიდია, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს

ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს - კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება, - ამ განცხადებით სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს მიმართავს.

“ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

თუ გსურთ ისეთ ორგანიზაციას შეუერთდეთ, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, გერმანია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სურს საქართველო გაერთიანების წევრი გახდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics